Wednesday, June 27, 2018

პრეზენტაციის რეფლექსია

       2018 წლის 16 მარტს სსიპ ჭვინთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: ''სპორტი''
     ნიკა გელაშვილმა და პაატა გელაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე ;''მადრიდის რეალი'' მისი შექმნის და წარმატებების  ისტორია.-მადრიდის რეალის საუკეთესო ფეხბურთელები.
     ნინო გელაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე;''ქართული რაგბი'' და თამაშის წესები.
      ბელა გელაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე;  ''კალათბურთუ''-ქართველი კალათბურთელების წარმატებები საზღვარგარეთ არსებულ საკალათბურთო ლიგებში-თამაშის წესები.
    პრეზენტაციის დაწყების წინ გავაცანი მოკლე ისტორია ოლიმპიური თამაშების წარმოშობის შესახებ.ვისაუბრე ასევე ''უეფას'' და ''ფიფას''.საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოშობის ისტორიის  შესახებ.
     პრეზენტაციას  ესწრებოდნენ:სკოლის დირექტორი-გიორგი გაგნიძე,ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი-მანანა ჩინჩალაძე,ხატია გოგოლაური,ბიბლიოთეკარი -ნინო გელაშვილი და მე-7,მე-8 კალსის მოსწავლეები
    მოვახდინე პრეზენტაციის შეფასება:განმავითარებელი კომენტარები და  უკუკავშირი მისცეს სკოლის დირექტორმა და მოსწავლეებს დაუსვეს კითხვები.ასევე აზრი გამოთქვა მანანა ჩინჩალაძემ.
     ბოლოს შევაჯამეთ და მოსწაქვლეებმა გამოთქვეს სურვილი კიდევ გაეკეთებინათ ასეთი პრეზენტაციები.
  მოსწავლეებში იგრძნობოდა უდიდესი პასუხისმგებლობის,ინტერნეტრესურსების  ფლობის უნარების განვითარება.
   საჭიროა მეტი მუშაობა,რათა უფრო ძლიერად განუვითარდეთ აუდიტორიასთან ურთიერთობა,კონტაქტი.

No comments:

Post a Comment