Wednesday, June 27, 2018

ექსკურსიის რეფლექსია

       2017 წლის 9 მაისს ჭვინთის საჯარო სკოლის მე-6-8-9 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით განხორციელდა ექსკურსია-ჭვინთა-წყრუთი-ახალციხე-მინაძე-სოფ.რუსთავი-იდუმალა-ასპინძა-ნიჯგორი-ხერთვისი-თმოგვი-ვარძია.
      ეს ექსკურსია მოეწყო ისტორიული კუთხის (ჯავახეთი-კერძოდ ვარძიის სამონასტრო კომპლექსის)შესწავლის მიზნით
    დავგეგმეთ ექსკურსია,მოვიძიეთ ინფორმაცია,როგორც წიგნებიდან,ასევე ინტერნეტიდან (ცოტა ხნის წინ ვარძიის სამონასტრო კომპლექსის კიდევ უთი სართული აღმოჩნდა).შერჩეულ იქნა ისეთი მოსწავლეებიც ,რომელთაც არ ჰქონდათ ნანახი.შევარჩიეთ თარიღი (9 მაისი),გავუგზავნე მშობლებს საინფორმაციო ბარათები,სადაც განგვიცხადეს თანხმობა და ხელიც მოაწერეს.მოსწავლეებს გავაცანი უსაფრთხოების წესები.მივეცი მკაცრი ინსტრუქციები,რათა ხელმძღვანელის გარეშე  არ დაეტოვებინათ ტერიტორია.
     ექსკურსიზე წავლა მოვახდინეთ მიკროავტობუსით,სადაც მძღოლი გაფრთხილებული იქნა,რომ მაქსიმალურად უზრუნველყო ბავშვების უსაფრთხო გარემო და გადაადგილება.
     გასვლა მოხდა 8 სთ-ზე დაახლოებით 2-50 სთ.მოვანდომეთ ვარძიის სამონასტრო კომპლექსამდე მისვლას.
     ობიექტამდე მისვლამდე ავათვალიერეთ სოფ.ნიჯგორში ტერასებზე გაშენებული ვენახები-შორიდან დავათვალიერეთ ხერთვისის და თმოგვის ციხეები (თმოგვი მხოლოდ შორიდან დავათვალიერეთ).მოსწავლეებს მოუყევი ყველა ის ლეგენდა თუ ისტორია მათ შესახებ.ბოლოს ულამაზეს ხეობაში გამოჩნდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი,მოსწავლეების ემოცია ძალზედ დიდი იყო.აღრფღოვანებული სახეებით შესცქეროდნენ მოსწავლეები ძეგლს,ერთმა მოსწავლემ (მე-6 კლასის) ასეთი ფრაზაც  კი წარმოთქვა: ''ნუთუ ეს ადამიანის ხელმა გააკეთა''
      შემდეგ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ძეგლის ისტორია-მოუყევი რამოდენიმე ლეგენდა და ისტორია ვარძიაზე.
   მოსწავლეებმა ამ ექსკურსიით გაიღრმავეს და სრული წარმოდგენა შეიქმნეს ძეგლის აწმყოსა და წარსულზე.თითოეული გამოქვაბულის დათვალიერების დროს გრძნობდნენ წარსულის სიცხადეს და იმ სილამაზეს,როგორც შეიძლება ყოფილიყო ვარძიის პირვანდელი სახე.
   ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ სხვა მოსწავლეებს უყვებოდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებზე და შეხედულებებზე.
    მოსწავლეებმა ექსკურსიის შემდეგ გადაწყვიტეს მოამზადონ პრეზენტაცია და სლაიდ-შოუს სახით გააცნონ სხვა მოსწავლეებსაც,როგორც რესურსი,გადაიღეს როგორც ვიდეო,ასევე ფოტო -სურათები.
    ამ ექსკურსიით მოსწავლეებს გაუღვივდათ პატრიოტული სულისკვეთება,ეკლესია-მონასტრების მოვლა-პატრონობის და დაცვის სურვილი,ასევე ტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობა,რათა მსოფლიო ყველა ადამიანმა ნახოს ჩვენი ღირშესანიშნაობები.
      ექსკურსიაზე ყოფნის დროს მოსწავლეებმა შეიძინეს ემპათიის (თანაგანცდის) და კომუნიკაციის საჭირო უნარები.
     ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ სიძნელეების დაძლევაში(კერძოდ გამოქვაბულის დათვალიერების დროს)
     მიკროავტობუსში  ყვებოდნენ სახალისო ისტორიებს,მღეროდნენ და ცეკვავდნენ.
     მოსწავლეებმა გამოხატეს მზაობა და გამოთქვეს სურვილი,სხვა ღირშესანიშნაობების სანახავად,მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა
     

No comments:

Post a Comment