Wednesday, June 27, 2018

ტრენინგის ანგარიში-ეროვნული კინოცენტრის პროექტი მე-7-მე12 კლასებისათვის

ტრენინგის დასახელება:-''კინო სკოლაში''-''იდეიდან რეალობამდე''
.
ჩამტარებელი ორგანიზაცია:-ეროვნული კინოცენტრის პროექტი,განათლებისა და მეცნიერების საინისტროს დავალებით.

ჩატარების ადგელი-ქ.გორის მე5 საჯარო სკოლა.

ჩატარების დრო-25/03-2017 წ.

ტრენინგის მოდული- 1 დღიანი 12-სთ -დან 16 სთ-ჩათვლით

ჩამტარებელი ტრენერი-   ქეთი გაავა (ქ.რუსთავის საჯარო სკოლის პედაგოგი)

მოდულის მოკლე აღწერა:პედაგოგების მომზადება "კინო სკოლაში''- სკოლაშ კოორდინატორების გადამზადება და მოდერატორების.
მოსწავლეებში ეფექტური დისკუსიის წარმართვა.
1.როგორი უნდა იყოს ეფექტური დისკუსია.
2.რა მეთოდოლოგია დაძირითადი კითხვები უნდა იქნეს გამოყენებული?
3.როგორ უნდა ვმართოთ აუდიტორია?
4.არ დავკარგოთ მოდერატორის  როლი.

მონაწილე სკოლები: ქ.გორის მე5,მე-6 საჯარო სკოლა,ქარელის სოფ.ბერძენაულის საჯარო სკოლა,კარტიკამის საჯარო სკოლა.ჭვინთის საჯარო სკოლა,წნისის,მუსხის,აწყვიტის,უდე,დაბა ადიგენის,ბენარის,საქაშეთს ,გორელოვკის და მეჯვრისხევის საჯარო სკოლები.

 პროექტის შედეგი:მოსწავლეებმი შექმნიან კლუბებს სკოლებში,დაარქმევდნენ სახელს.მოაწყობენ კინო-ჩვენებებს,დისკუსიებს,ფოტო-მასალას განათავსებენ ბლოგზე,ფეისბუკზე.მოამზადებენ აუდიტორიას ტექნიკური აპარატურით.

     ტრენინგის დღის წესრიგი
სესია1-12 სთ-ზე -15 წთ  -წარდგენა და გაცნობა
                                 10 წთ-პროექტის ძირითადი ბარსი
                                  15 წთ -პროექტის ტექნიკური დეტალები
                                  30 წთ- პროექტშიარსებულ ფილმები/პროექტში არსებული ფილმების მიმოხილვა.
                                  30 წთ - ეფექტური დისკუსია/მოდერატორის როლი.
                                   20 წთ - დისკუსიის მართვის ძირითადი პრინციპები.
                                   20 წთ-შესვენება.
                                   35 წთ-   ფილმის ჩვენება.
                                    40  წთ-  იმიტირებული გაკვეთილი/ფილმის ჩვენება-დისკუსია
                                    10 წთ-  შესრულებული ჯგუფური სამუშაოს შეჯამება.
                                     10 წთ- კითხვა-პასუხი.
                                      5 წთ- ტრენინგის შეფასება

                                       რ  ე  ფ  ლ  ე  ქ  ს  ი  ა
2017 წლის 25 მარტს ქ.გორის მე-5 საჯარო სკოლაში ჩატარდა 1 დღიანი ტრენინგი.ტრენინგის მიზანი იყო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეროვნული  კინოცენტრის მიერ კინო-სკოლებში -თავისუფალი გაკვეთილების შემოღება და კორდინატორების გადამზადება.სკოლებში კინო-კლუბების შექმნა,სახელის შერჩევა და მოსწსვლეებში ეფექტური დისკუსიის წესების დანერგვა.
    1  -  დღე
  ტრენინგის მოდული ერთდღიანი იყო.დასაწყოსში ქ,ნმა ქეთი გაავამ (ჩვენი  ტრენერი) დაგვირიგა ფურცლები და მარკერები.დავწერეთ სახელები და გავეცანით ერთმანეთს.
     ასევე გაგვაცნო და თვალსაჩინოდ დაგვიწერა ტრენინგის არსი და მიზანი.
 1) როგორი უნდა იყოს ეფექტური დისკუსია,2) რა მეთოდოლოგია და ძირითადი კითხვები უნდა იქნას გამოყენებული. 3) როგორ ვმართთ აუდიტორია და არ დავკარგოთ მოდერატორის როლი.
    გაგვაცნო და ვისაუბრეთ ასევე დისკუსიის მართვის ძირითად პრინციპებზე.
    .დაგეგმილი დისკუსია
    .პუნქტუალობა
    .თემის განსაზღვრა
     გზა კონკრეტულიდან ზოგადისაკენ
     .პარალელები თანამედროვეობასთან
      არგუმენტირებული მსჯელობა
      თითოეული მოზარდის ნისკუსიაში ჩართვა.
    შემდეგ ვისაუბრეთ და ჩმოვთვალეთ,როგორი თიპის კითხვები უნდა დავსვათ დისკუსიის დროს.შევთანხმდით რო დისკუსიის დროს ძირითადად  ''ღია კითხვები უნდა დავსვათ,რომ  დისკუსიის  გზა ''ინფორმაციიდაქნ ანალიზამდე'' აუცილებლად უნდა შევაჯამოთ,რომ მომავალი შეხვედრისატვის უნდა ჩავაგდოთ ინტრიგა
,საინტერესო მარცვალი.
     ტრენერმა ისაუბრა სკოლის კოორდინატორის როლზე,რომ მან უნდა მოაგვაროს ტექნიკური დეტალები,პროექტორი,დინამიკები,კომპიუტერი,გადაიღოს ფოტო მასალა და განატავსოს ვებვერდზე-გუგლეში,დოკში,ფეისბუკზე.
    ვისაუბრეთ რომ აუცილებლად უნდა შედგეს თანამშრომლობია კინო  მისიონერსა  (ანუ ჩვენ) და კოორდინატორს შორის.უნდა დავაწერინოთ რეცენზია მოსწავლეებს (არ ვასწორებთ შეცდომებს)
     შესვენების შემდეგ ტრენერმა ქ-ნმა ქეთი გაავამ გვაყურებინა ფილმები მიშა კობახიძის ფილმი "ქორწილი'' და ნანა ექვთიმიშვილის  ''დედა''.
    დავიყავით ჯგუფებად,( სულ 4)  ჯგუფი) ,თითოეულ ჯგუფს დაგვევალა ფილმის ყურების შემდეგ მოგვემზადებინა კითხვები (დისკუსიისათვის) და ჩამოგვეთვალა როგორ წარვმართავდით.
 1.კინოს ჩვენება
  2.განხილვა
  3.დისკუსიის წესების გაცნობა
  4.შეკითხვების დასმა
  5.პრობლემის გამოკვეთა
  6.გარემო-დროის ხანგრძლივობა
  7.პატივისცემა,მოსმენა-აზრის მოსმენა
  8.დასკვნაშეჯამება.
     ჩვენ ჯგუფს შეხვდა განგვეხილა ფილმი ''დედა'' ჩამოვთვალერთ ის პროცედურები,რომელიც ფილმის ჩვენების შემდეფგ უნდა ჩავატაროთ.
   1.ფილმის -''დედა''-გავაცნოთ ავტორი,რეჟისორი.
   2.ქცევის წესები - ყურადღებით უსმინონ ,სიწყნარე იყოს.
   3. ფილმის ჩვენება
   4.განვიხილოთ
   5.კითხვების დასმა
1) როგორი ტიპის დასახლებაში ხდება სიუჟეტის მოქმედება?
2)რა დამოკიდებულებაა შვილის დედის მიმართ?რატომ? დაასაბუთეთ ?
   6.საზოგადოების რეაქცია (ანუ მეზობლების) ბიჭის საქციელზე?  ამართლებთ თუ არა ასეთ საქციელს ?  რატომ? თქვენ როგორ მოიქცეოდით?
    7.დაახასიათეთ მთავარი გმირი?
    რა გავლენა მოახდინა მან პატარა ბიჭზე?
   8.რას ურჩევდით მას.
   9.პარალელი გაავლეთ თქვენ პიროვნებასა და მთავარ გმირს შორის? ან მოიყვანეთ მგალითები თქვენი ცხოვრებიდან.
  10.დედის როლი აღზრდის პროცესში?
   11.დაასრულე მოქმედება- შენ რომ რეჟისორი იყო,როგორ დაასრულებდით  ამ ფილმს?
   ტრენინგი დამთავრდა პოზიტიურად.


პრეზენტაციის რეფლექსია

       2018 წლის 16 მარტს სსიპ ჭვინთის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: ''სპორტი''
     ნიკა გელაშვილმა და პაატა გელაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე ;''მადრიდის რეალი'' მისი შექმნის და წარმატებების  ისტორია.-მადრიდის რეალის საუკეთესო ფეხბურთელები.
     ნინო გელაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე;''ქართული რაგბი'' და თამაშის წესები.
      ბელა გელაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე;  ''კალათბურთუ''-ქართველი კალათბურთელების წარმატებები საზღვარგარეთ არსებულ საკალათბურთო ლიგებში-თამაშის წესები.
    პრეზენტაციის დაწყების წინ გავაცანი მოკლე ისტორია ოლიმპიური თამაშების წარმოშობის შესახებ.ვისაუბრე ასევე ''უეფას'' და ''ფიფას''.საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოშობის ისტორიის  შესახებ.
     პრეზენტაციას  ესწრებოდნენ:სკოლის დირექტორი-გიორგი გაგნიძე,ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი-მანანა ჩინჩალაძე,ხატია გოგოლაური,ბიბლიოთეკარი -ნინო გელაშვილი და მე-7,მე-8 კალსის მოსწავლეები
    მოვახდინე პრეზენტაციის შეფასება:განმავითარებელი კომენტარები და  უკუკავშირი მისცეს სკოლის დირექტორმა და მოსწავლეებს დაუსვეს კითხვები.ასევე აზრი გამოთქვა მანანა ჩინჩალაძემ.
     ბოლოს შევაჯამეთ და მოსწაქვლეებმა გამოთქვეს სურვილი კიდევ გაეკეთებინათ ასეთი პრეზენტაციები.
  მოსწავლეებში იგრძნობოდა უდიდესი პასუხისმგებლობის,ინტერნეტრესურსების  ფლობის უნარების განვითარება.
   საჭიროა მეტი მუშაობა,რათა უფრო ძლიერად განუვითარდეთ აუდიტორიასთან ურთიერთობა,კონტაქტი.

გასვლითი -გაკვეთილი-ექსკურსის რეფლექსია

     2017 წლის 14 თებერვალს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით და ორგანიზმებით ახალციხის ციხეზე და სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა გასვლითი -გაკვეთილი ექსკურსია თემაზე : ''საქართველოს ისტორია და მესხეთ-ჯავახეთი.'' გასვლითი გაკვეთილი ექსკურსია გათვალისწინებული აქტივობებით,რომელიც წარვმართე მე ისტორიის მასწავლებელმა ლალი იველაშვილმა.
     მოსწავლეებთან ერთად დავათვალიერეთ ისტორიის მუზეუმში არსებული ექსპონატები და გიდებმა მიაწოდეს მათ სპეციალურად მომზადებულინსასწავლო პროგრამების შესაბამისი ცოდნა.გასვლითი გაკვეთილი ახალციხის ციხეზე კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.
    შემდეგ  მოვახდინეთ ინფორმაციის დამუშავება ექსპონატებთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების შესახებ.
    ჩვენ სკოლაში ჩემი ორგანიზებით და აქტიურობით ჩატარდა სასკოლო კონფერენცია მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა თემები.შევარჩიე წარმატებული თემა და აღნიშნულ პროექტის ფარგლებში ახალციხის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში 2017 წლის 28 აპრილს ჩატარდა დასკვნითი ღონისძიება-კონფერენცია თემაზე :''საქართველოს ისტორია და მესხეთ-ჯავახეთი'',კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და ისტორიულ თემაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს ახალციხის რაიონის ჭვინთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ქეთევან ჩინჩალაძემ და სალომე გელაშვილმა ჩემი დახმარებით,ასევე სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის არქივში მოპოვებული და დამუშავებული ინფორმაციის დახმარებით წარმოადგინეს თემა;სამცხის სამთავრო ჯაყელ-ციხისჯვარელთა მმართველობის პერიოდში.
   აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობამ მისცა საშუალება უფრო ღრმად გააცნობდნენ და შეესწავლათ  საქარტველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის მესხეთის ისტორია და ღირშესანიშნაობები,გაეუმჯობესებინათ პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის უნარები.
    გასვლითი გაკვეთილი ექსკურსია გაკვეთილი სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსია,რომელიც სწორად იქნა გამოყენებული,რამაც ნამდვილად უზრუნველყო ეროვნული გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისა და დაეხმარა მათი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
     ასევე ჩემთვის აღნიშნული აქტივობები იყო პროფესიული,კლასგარეშე  და სოციალური მიმართულებიტ მნიშვნ ელოვანი.
     ვფიქრობ ამ ექსკურსიამ გამოიწვია მოსწავლეებში დაინტერესება,როგორც საგნით ასევე სოციალურ პროექტებში აქტიურად ჩართვისაკენ.
    მიზანშეწონილად მიმაჩნია,ასეთი გასვლითი გაკვეთილი  ექსკურსიები კიდევ დაიგეგმოს არა მარტო მესხეთის,არამედ სხვა კუთხეების უკეთესად შესწავლასა და გაცნობისატვის,რაც დაეხმარება უფრო ღრმად შეისწავლონ საქარტველოს ისტორია.
 
      

ექსკურსიის რეფლექსია

       2017 წლის 9 მაისს ჭვინთის საჯარო სკოლის მე-6-8-9 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით განხორციელდა ექსკურსია-ჭვინთა-წყრუთი-ახალციხე-მინაძე-სოფ.რუსთავი-იდუმალა-ასპინძა-ნიჯგორი-ხერთვისი-თმოგვი-ვარძია.
      ეს ექსკურსია მოეწყო ისტორიული კუთხის (ჯავახეთი-კერძოდ ვარძიის სამონასტრო კომპლექსის)შესწავლის მიზნით
    დავგეგმეთ ექსკურსია,მოვიძიეთ ინფორმაცია,როგორც წიგნებიდან,ასევე ინტერნეტიდან (ცოტა ხნის წინ ვარძიის სამონასტრო კომპლექსის კიდევ უთი სართული აღმოჩნდა).შერჩეულ იქნა ისეთი მოსწავლეებიც ,რომელთაც არ ჰქონდათ ნანახი.შევარჩიეთ თარიღი (9 მაისი),გავუგზავნე მშობლებს საინფორმაციო ბარათები,სადაც განგვიცხადეს თანხმობა და ხელიც მოაწერეს.მოსწავლეებს გავაცანი უსაფრთხოების წესები.მივეცი მკაცრი ინსტრუქციები,რათა ხელმძღვანელის გარეშე  არ დაეტოვებინათ ტერიტორია.
     ექსკურსიზე წავლა მოვახდინეთ მიკროავტობუსით,სადაც მძღოლი გაფრთხილებული იქნა,რომ მაქსიმალურად უზრუნველყო ბავშვების უსაფრთხო გარემო და გადაადგილება.
     გასვლა მოხდა 8 სთ-ზე დაახლოებით 2-50 სთ.მოვანდომეთ ვარძიის სამონასტრო კომპლექსამდე მისვლას.
     ობიექტამდე მისვლამდე ავათვალიერეთ სოფ.ნიჯგორში ტერასებზე გაშენებული ვენახები-შორიდან დავათვალიერეთ ხერთვისის და თმოგვის ციხეები (თმოგვი მხოლოდ შორიდან დავათვალიერეთ).მოსწავლეებს მოუყევი ყველა ის ლეგენდა თუ ისტორია მათ შესახებ.ბოლოს ულამაზეს ხეობაში გამოჩნდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი,მოსწავლეების ემოცია ძალზედ დიდი იყო.აღრფღოვანებული სახეებით შესცქეროდნენ მოსწავლეები ძეგლს,ერთმა მოსწავლემ (მე-6 კლასის) ასეთი ფრაზაც  კი წარმოთქვა: ''ნუთუ ეს ადამიანის ხელმა გააკეთა''
      შემდეგ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ძეგლის ისტორია-მოუყევი რამოდენიმე ლეგენდა და ისტორია ვარძიაზე.
   მოსწავლეებმა ამ ექსკურსიით გაიღრმავეს და სრული წარმოდგენა შეიქმნეს ძეგლის აწმყოსა და წარსულზე.თითოეული გამოქვაბულის დათვალიერების დროს გრძნობდნენ წარსულის სიცხადეს და იმ სილამაზეს,როგორც შეიძლება ყოფილიყო ვარძიის პირვანდელი სახე.
   ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ სხვა მოსწავლეებს უყვებოდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებზე და შეხედულებებზე.
    მოსწავლეებმა ექსკურსიის შემდეგ გადაწყვიტეს მოამზადონ პრეზენტაცია და სლაიდ-შოუს სახით გააცნონ სხვა მოსწავლეებსაც,როგორც რესურსი,გადაიღეს როგორც ვიდეო,ასევე ფოტო -სურათები.
    ამ ექსკურსიით მოსწავლეებს გაუღვივდათ პატრიოტული სულისკვეთება,ეკლესია-მონასტრების მოვლა-პატრონობის და დაცვის სურვილი,ასევე ტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობა,რათა მსოფლიო ყველა ადამიანმა ნახოს ჩვენი ღირშესანიშნაობები.
      ექსკურსიაზე ყოფნის დროს მოსწავლეებმა შეიძინეს ემპათიის (თანაგანცდის) და კომუნიკაციის საჭირო უნარები.
     ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ სიძნელეების დაძლევაში(კერძოდ გამოქვაბულის დათვალიერების დროს)
     მიკროავტობუსში  ყვებოდნენ სახალისო ისტორიებს,მღეროდნენ და ცეკვავდნენ.
     მოსწავლეებმა გამოხატეს მზაობა და გამოთქვეს სურვილი,სხვა ღირშესანიშნაობების სანახავად,მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა